"ჟერალდ პიკეს და იკერ კასილიასს ერთმანეთი არ დავიწყებიათ," - სწორედ ასე შეაფასა უცხოურმა მედიამ პიკეს და კასილიასის ხუმრობა ესპანეთის ნაკრების ვარჯიშზე.
პიკე ცრუ მოძრაობით ცდილობდა ნაკრების კაპიტნის მოტყუებას, მაგრამ არ გამოუვიდა და ამ ეპიზოდმა ფეხბურთელების გამხიარულება გამოიწვია.
კასილიასი მადრიდის რეალის ღირსებას იცავდა, პიკე კი ბარსელონას ცენტრალური მცველია და სამეფო კლუბის მისამართით ხშირად სკანდალურ განცხადებებს აკეთებს. სხვადასხვა მედია საშუალებები ცდილობდნენ ამ ფაქტისთვის გაესვათ ხაზი და ნაკრების კრიზისზე ესაუბრათ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთი იტალიას დაუპირისპირდება.
წყარო: 101greatgoals.com