"ხამესის ნოკდაუნი, რომლის შემდეგაც კოლუმბიელი ვარჯიშის პროგრამას კრიშტიანო რონალდოს სთხოვს," - ასე შეაფასა Eurosport-მა ხამეს როდრიგესის წაქცევა ჩილესთან ნახევარფინალურ დაპირისპირებაში.
"ჩილეს თავდამსხმელმა, ალექსის სანჩესმა, ხამესი ბურთისთვის ბრძოლაში, როგორც ბავშვი ისე ჩამოიშორა და გოლის გატანამდე ცოტა დააკლდა" - აგრძელებს გამოცემა.
კოპა ამერიკაზე კოლუმბია-ჩილეს ნახევარფინალური დაპირისპირება ჩილეს გამარჯვებით 2:0 დასრულდა და ფინალში მათი მეტოქე არგენტინის ნაკრები იქნება. მატჩი 26 ივნისს გაიმართება.
წყარო: Eurosport