საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე უელსის ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდია მინიმალური სხვაობით დაამარცხა და ისტორიაში პირველად 8 საუკეთესო გუნდს შორის იასპარეზებს.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 75-ე წუთზე გარეთ ბეილის აქტიურობის შემდეგ მაკოლიმ საკუთარ კარში გაიტანა.
მეოთხედფინალში უელსი უნგრეთსა და ბელგიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.