16 ნოემბერი 2024,   13:44
ვრცლად
იკერ კასილიასი ესპანეთის ნაკრებს ორიგინალურად დაემშვიდობა

ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა, იკერ კასილიასმა სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. 35 წლის მეკარე ნაკრებს ორიგინალურად დაემშვიდობა. კასილიასმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ნაწყვეტი ფილმიდან რემბო 2, სადაც ფილმის მთავარ გმირს არმიაში დარჩენას სთხოვენ, მაგრამ ის უარს აცხადებს.

"ამაყი ვარ, რომ ყოველთვის ვგრძნობდი გულშემატკივრების სიყვარულს," - დაწერა კასილიასმა და თავადაც ჩაერთო კამპანიაში, რომლის მიზანი მეკარისთვის მადლობის გადახდაა. #GraciasCasillas (მადლობა კასილიასს) მსგავსი ჰეშთეგით გულშემატკივრები ლეგენდარულ მეკარეს ემშვიდობებიან.

იკერ კასილიასმა ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში 167 შეხვედრა ჩაატარა. იკერის კაპიტნობით გუნდმა 2008 და 2012 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო. 2010 წელს კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.  მიმდინარე ევრო2016-ზე სან იკერს არც ერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია, ძირითად შემადგენლობაში დავიდ დე ხეა თამაშობდა.

კასილიასის წასვლის შემდეგ ესპანეთის ნაკრების კაპიტანი სერხიო რამოსი იქნება.

 

წყარო: Twitter

დღის ამბები