16 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
არგენტინაში მესის ქანდაკება გახსნეს

არგენტინის დედაქალაქში ლიონელ მესის ქანდაკება გახსნეს. ბრინჯაოს ქანდაკება ლა-პლატის სანაპიროსთან დგას. ბუენოს-აირესის მერი ცდილობს 5 გზის ოქროს ბურთის მფლობელს ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება შეაცვლევინოს.

პარალელურად გულშემატკივრები ორგანიზებას უკეთებენ კამპანიას ლოზუნგით - "არ წახვიდე". კამპანიაში აქტიურად არის ჩართული დიეგო მარადონაც.

გავრცელებული ინფორმაციით, მესის არგენტინის პრეზიდენტმაც დაურეკა და ნაკრებში დარჩენა სთხოვა.  

მესიმ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება კომა ამერიკას ფინალში ჩილესთან დამარცხების შემდეგ მიიღო.

 

წყარო: GoalUK

 

დღის ამბები