16 ნოემბერი 2024,   13:58
ვრცლად
ზიდანს ნ’გოლო კანტეს შეძენა სურს

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის რეალის მთავარ მწვრთნელს ძალიან სურს ლესტერის და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველის ნ’გოლო კანტეს შეძენა.

წყაროს ცნობით, სამეფო კლუბი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაიწყებს ლესტერთან მოლაპარაკებებს. 25 წლის ფეხბურთელის შეძენით მანჩესტერ იუნაიტედი, არსენალი და პსჟ ინტერესდებიან, მაგრამ ზიდანის ფაქტორი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

გასულ სეზონში კანტემ ლესტერის შემადგენლობაში 37 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. კანტე "ლესტერული ზღაპრის" ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო და კლუბთან ერთად პრემიერლიგის მოგება მოახერხა.

 

წყარო: Marca

დღის ამბები