წარსულში ცნობილი ფეხბურთელი და ამჟამად წარმატებულ მწვრთნელი, ვინჩენცო მონტელა, მილანის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
მონტელამ როსონერისთან 2 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
გასულ სეზონში მილანმა სერია A-ში მეშვიდე ადგილი დაიკავა და ჩემპიონ ტურინის იუვენტუსს 34 ქულით ჩამორჩა.