16 ნოემბერი 2024,   13:42
ვრცლად
ბორჯღალოსნების მთავარ მწვრთნელს, მილტონ ჰეიგს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი საქართველოს ეროვნულ და 20-წლამდე ნაკრებების მორაგბეებს შეხვდა და მიღწეული წარმატება მიულოცა.

მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ივნისში გამართული სამი ტესტ-მატჩიდან ორი მოიგო, ერთი ფრედ ითამაშა და მსოფლიო რეიტინგში მეთერთმეტე ადგილზე გადაინაცვლა, რაც საქართველოს რაგბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

ინგლისის ქალაქ მანჩესტერში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე კი საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა თორმეტ გუნდს შორის მეათე ადგილი დაიკავა.

შეხვედრის ბოლოს მინისტრმა ბორჯღალოსნების ახალ ზელანდიელი მთავარი მწვრთნელი, მილტონ ჰეიგი სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები