დღეს საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი ნახევარფინალისტის ვინაობა გახდება ცნობილი - პოლონეთის ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება.
მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე მარსელის სტად ველოდრომზე გაიმართება. მოგების შემთხვევაში პოლონეთი 1982 წლის მუნდიალის შემდეგ პირველად გააღწევს დიდი ტურნირის ნახევარფინალში.
გუნდები მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან. გთავაზოვთ სავარაუდო სასტარტო თერთმეტეულს UEFA-ს მიხედვით.
პოლონეთი - ფაბიანსკი, პიშჩეკი, გლიკი, პაზდანი, იედრჟეიჩიკი, ბლაშიკოვსკი, კრიხოვიაკი, მაჩინსკი, გროსიცკი, მილიკი დალევანდოვსკი.
პორტუგალია - რუი პატრისიო, სედრიკი, ფონტე, პეპე, გერეირო, სილვა, უილიამ კარვალიო, სანჩესი, მარიო, ნანი და რონალდო.
ამ მატჩის გამარჯვებული ნახევარფინალში უელსი-ბელგიის წყვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
წყარო: UEFA