საფრანგეთის ქალაქ ლიონში პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა. პორტუგალიის ნაკრებმა უელსი 2:0 დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 50-ე წუთზე კრიშიტიანო რონალდომ თავური დარტყმით გახსნა. პორტუგაალის ნაკრების კაპიტანმა მიშელ პლატინის რეკორდი გაიმეორა. რონალდოს ფრანგი ლეგენდარული თავდამსხმელის მსგავსად ევროპის ჩემპიონატზე 9 გოლი აქვს გატანილი. 53-ე წუთზე კი რონალდოს გადაცემის შემდ ლუიშ ნანიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და პორტუგალია ფინალში იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ მეორე ფინალისტი ვინაობა საფრანგეთი-გერმანიის დაპირისპირების შემდეგ გახდება ცნობილი. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.