16 ნოემბერი 2024,   12:19
ვრცლად
კრიშტიანო რონალდო და გარეთ ბეილი - მეგობრებს ერთმანეთის არასოდეს ავიწყდებათ

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე უკვე მეორედ კრიშტიანო რონალდომ სამაგალითო საქციელით გამოიჩინა თავი. ჯერ ხორვატიის ნაკრების დამარცხების შემდეგ ატირებულ ლუკა მოდრიჩის დამშვიდებს ცდილობდა, შემდეგ კი უელსის ნაკრების ლიდერის გარეთ ბეილის გამხნევებაც არ დავიწყებია.

არც ლუკა მოდრიჩის შემთხვევაში და არც ახლა რონალდოს მოედანზე არ უზეიმია გამარჯვება.

"რა თქმა უნდა მე გამარჯვებით ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ არ შემეძლო აღმენიშნა, რადგანაც ჩემი ძმა, ლუკა მოდრიჩი ტიროდა. ჩემი მოვალეობა იყო, რომ ჩემი ძმა გამემხნევებინა," - განაცხადა რონალდომ ხორვატიასთან მატჩის შემდეგ.

ნახევარფინალური დაპირისპირება დასრულა და პორტუგალიის კაპიტანი მადრიდის რეალში თავის თანაგუნდელთან, გარეთ ბეილთან მივიდა დ მისი გამხნევება სცადა.

"მე მას მივულოცე, ნახევარფინალში ასპარეზობა მართლაც შესანიშნავი წინსვლა იყო უელსის ნაკრებისთვის. ბეილს წარმატებები ვუსურვე და დანარჩენს არ გეტყვით," - უჩვეულოდ თავმდაბალი იყო რონალდო.

ნახევარფინალში პორტუგალიამ კრიშტიანოს გოლით და შეგედიანი გადაცემის წყალობით უელსი 2:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებს.

 

წყარო: Eurosport

დღის ამბები