გორის დილა და სამტრედია ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნენ.
დილას მეტოქე სომხეთის შირაქი იყო, რომელთანაც პირველი შეხვედრა საკუთარ მოედანზე ჩაატარა და მეტოქე 1:0 დაამარცხა. 1 კვირის შემდეგ კი სომხეთში გამართულ მატჩში ანალოგიური შედეგით დამარცხდა და გამარჯვებულის გამოსავლენად თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა.
პენალტების სერიაში დილამ 4:1 წააგო და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდა.
სამტრედიამ კი აზერბაიჯანულ გაბალას უმასპინძლა. პირველი მატჩი ქართულ კლუბს სტუმრად 5:1 ჰქონდა წაგებული. ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩი სამტრედიამ გაბალა 2:1 დაამარცხა, თუმცა ორი მატჩის ჯამში 3:6 წააგო და ევროთასებს დაემშვიდობა.
ფოტო: არქივი