16 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
როჯერ ფედერერი ტრავმის გამო ოლიმპიადას გამოტოვებს

დიდი მუზარადის ტურნირების 17-გზის გამარჯვებული, მსოფლიოს ნომერ მესამე ჩოგბურთელი, 34 წლის შვეიცარიელი როჯერ ფედერერი მუხლის ტრავმის გამო რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ფედერერი სეზონის ბოლომდე კორტზე გასვლას არ აპირებს.

"დიდი მწუხარებით მინდა გაცნობოთ, რომ რიოს ოლიმპიადის გამოტოვება მომიწევს და ვერც სეზონის სხვა ტურნირებზე ვითამაშებ. ეს მძიმე გადაწყვეტილება ექიმებთან და ჩემი გუნდის წევრებთან კონსულტაციების შემდეგ მივიღე. წლის დასაწყისში მუხლზე გაკეთებული ოპერაციის გამო, ახლა ინტენსიური რეაბილიტაცია მჭირდება," - განაცხადა ფედერერმა.

დღის ამბები