16 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერის მოლოდინში - ზიდანმა რეალის ინტერესი დაადასტურა

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, პოლ პოგბას ტრანსფერთან დაკავშირებით სამეფო კლუბის ინტერესი დაადასტურა.

"ამ დროისთვის ჩვენ ტრანსფერზე ვმუშაობთ და მეტის თქმა არ შემიძლია. 31 აგვისტომდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ ახლა პოგბა არ არის რეალის ფეხბურთელი. ფრანგი ნახევარმცველის შეძენით რამდენიმე კლუბი ინტერესდება და ვნახოთ რა მოხდება. მადრიდის რეალის ყოველთვის საუკეთესო ფეხბურთელები სურს, მაგრამ ჩვენ იუვენტუსს პატივს ვცემთ და ამ თემასთან დაკავშირებით სხვას ვერაფერს ვიტყვი," - განაცხადა ზიდანმა.

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლ პოგბას მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო მომენტში ფეხბურთელის აგენტმა, მინო რაიოლამ სამედიცინო შემოწმება ჩაშალა. ახლა ნახევარმცველის შეძენით მადრიდის რეალიც აქტიურად დაინტერესდა და ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი.

პოგბას სატრანსფერო ფასად 120 მილიონი ევრო სახელდება, რაც ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო თანხა იქნება. ტრანსფერის ალბათობას ის ფაქტიც ზრდის, რომ იუვენტუსმა ნაპოლიდან გონსალო იგუაინი 90 მილიონ ევროდ შეიძინა და სავარაუდოდ, ტურინული კლუბი ასეთ სარფიან შემოთავაზებაზე უარს არ იტყვის.

 

წყარო: 101greatgoals.com

 

 

 

 

 

დღის ამბები