პაპუნა უგრეხელიძის მიერ, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვებამდე რამდენიმე წუთით ადრე, თინათინ ბოკუჩავამ გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების ფაქტებს რეაგირება უნდა მოჰყვეს.
„პაატა უგრეხელიძე მხილებულია თავისი თანამშრომლის შევიწროებაში და მის დისკრიმინაციულ მოპყრობაში, რასაც ადასტურებს სახალხო დამცველის დასკვნა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დასკვნის შესახებ ცნობილია მისთვის, ისევე როგორც მისი ზედამხედველი მინისტრ თეა წულუკიანისთვის ამ ფაქტს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ჩვენ დღეს მივმართავთ ქალბატონ თამარ ჩუგოშვილს, დაუყოვნებლივ მოიწვიოს გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა, სადაც ასევე მოწვეული იქნება უგრეხელიძე და ასევე თეა წულუკიანი, რომელმაც არანაირი რეაგირება არ მოახდინა დადასტურებულ დისკრიმინაციის ფაქტზე,“- განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.