20 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
საზოგადოებას ვთხოვ, გაცხარება მომიტევოს - ვატო შაქარიშვილის ბოდიში საზოგადოებას

"საზოგადოებას ვთხოვ,  გაცხარება მომიტევოს," - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარის მოადგილემ, ვატო შაქარიშვილმა, დღეს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმის განხილვის დროს მომხდარ ინციდენტზე გააკეთა.

მისი თქმით, ოპოზიციამ კონსტრუქციული, პროფესიული საჯარო განხილვის შეთავაზებაზე არაადეკვატური შემხვედრი ნაბიჯი გადადგა. 

„მიუხედავად ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებებისა, ჩემი რეაქციისათვის საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა უნდა იყოს საერთო კონსენსუსის და შეთანხმების დოკუმენტი, ოპოზიციის მხრიდან კი იყო გაყოფის და დაპირისპირების მცდელობა,“ - განაცხადა შაქარიშვილმა. 

მისივე თქმით, ოპოზიციას ჰქონდა აბსოლუტური შესაძლებლობა, დაეფიქსირებინათ საკუთარი მოსაზრება და დაესვა კითხვები გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით. „ამის ნაცვლად კი, მათ პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანეს საქმიანი განხილვა და წარმოდგენის გამართვა სცადეს".

"სწორედ ამაზე მქონდა რეაქცია, რაც რომელიმე კონკრეტული პირის მისამართით არ იყო მიმართული,“ - განაცხადა მან.


დღის ამბები