20 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
პაპუნა უგრეხელიძე დღეს კიდევ ძალადობს იმიტომ, რომ მან იმ ქალბატონის სახელი და გვარი გაასაჯაროვა - თამარ კორძაია

"ის დღეს კიდევ ძალადობს იმიტომ, რომ მან იმ ქალბატონის სახელი და გვარი გაასაჯაროვა,“ - ეს განცხადება რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, თამარ კორძაიამ, პაპუნა უგრეხელიძეზე გააკეთა, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.

პოლიტიკოსი პაპუნა უგრეხელიძის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტიდან გადადგომასაც გამოეხმაურა.

„ის უნდა გადამდგარიყო მაშინვე, როდესაც მიიღო სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომელიც მას მიმართავდა პერსონალურად, რომ უნდა მიეღო ქმედითი ღონისძიებები, მაგრამ მან ეს თავის დროზე არ გააკეთა. ამის შემდეგ პასუხისმგებლობა უნდა აეღო იუსტიციის მინისტრს, რომელიც ინფორმირებული იყო ამ საკითხთან დაკავშირებით. მას ის არ გადაუყენებია. ნებაყოფლობით გადადგომა არ არის ის ღონისძიება, რასაც ამ დროს უკვე ზემდგომი ორგანო უნდა ახორციელებდეს. მას უნდა დაკისრებოდა პასუხისმგებლობა სათანადო სახით,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები