„ამ აქტით ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ მხარდაჭერა, თანადგომა და ერთსულოვნება ცივილურ საერთაშორისო საზოგადოებას,“- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ევროპასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავა საქართველოს მიერ რუსი დიპლომატის გაძევებას.
მმართველი გუნდის წევრის თქმით, ჩვენს ქვეყანას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს.
„ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი გვაქვს იმ ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, რომლებმაც ახლა მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება,“- განაცხადა თამარ ხულორდავამ.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას თქმით, საქართველო რუსეთის მიმართ სოლიდარობის პრინციპით ხელმძღვანელობს.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით საქართველო რუს დიპლომატს აძევებს.