20 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
კორუფციული გარიგება აჭარის მთავრობაში - აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ენმ-ს ბრალდებებს პასუხობს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას" პასუხობს. საუბარია აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის გია აბულაძის განცხადებაზე, რომელმაც აჭარის მთავრობა კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა. მისი თქმით ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორია და ბულვარის ნაწილი აჭარის მთავრობამ გავლენიან პირებზე კორუფციული გარიგებით გაასხვისა.

რამაზ ბოლქვაძის განცხადებით რეგიონში პროექტები კანონის დაცვით ხორციელდება და ბრალდებები უსაფუძვლოა.  

"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ 2014 წელს ორი ინსტანციის ბათუმისა და ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული იქნა, რომ აღნიშნული ქონება ენვერ ცეცხლაძისთვის არ ჩამოურთმევიათ და შესაბამისად, წარმოადგენდა მის საკუთრებას.

2016 წელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შედგა მხარეთა შორის მორიგება, რის საფუძველზეც ენვერ ცეცხლაძემ უარი თქვა ქონების ნაწილზე, კერძოდ, სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა ახალ ბულვარში მდებარე 4 796 კვ. მიწა და ასევე აიღო ვალდებულება საკუთრებაში არსებული მიწის საავტომობილო გზის მხარეს მოაწყოს ტროტუარი.

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია პირველ რიგში კანონის უზენაესობა, რა თქმა უნდა, მეტი ინვესტიციის განხორციელება, ამ გზით ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რაც ზოგადად რეგიონის განვითარებას უწყობს ხელს“, - აცხადებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები