20 ნოემბერი 2024,   11:13
ვრცლად
რუსი დიპლომატების გაძევება - ზურაბ აბაშიძე მედიასთან დამატებით კომენტარს არ აკეთებს

საქართველო ქვეყანაში მყოფი 10-მდე რუსი დიპლომატიდან რომელს გააძევებენ, ამ დრომდე არ კონკრეტდება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ საქართველოს ნოტა რუსეთის ინტერესთა სექციის ტექნიკურ თანამშრომელს ეხება და მისი შესწავლა უკვე დაწყებულია.

რუსმა დიპლომატმა საქართველო 7 დღის ვადაში უნდა დატოვოს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ მედიასთან კომენტარის გაკეთებას დღეს თავი აარიდა. ზურაბ აბაშიძემ არ უპასუხა კითხვას, დაგვიანებული ხომ არ იყო საქართველოს მხრიდან დიპლომატების გაძევება.

ზურაბ აბაშიძეს ასევე არ უპასუხია კითხვისთვის, თუ იყო საქმის კურსში რუსეთის ხელისუფლება აღნიშნულ ნოტასთან დაკავშირებით.

ზურაბ აბაშიძემ "რუსთავი 2"-თან დილით გაკეთებულ სატელეფონო კომენტარში აღნიშნა, რომ ქართული მხარე რუსეთის საპასუხო ნაბიჯს ელოდება.

ზურაბ აბაშიძემ ვერ დააკონკრეტა, შეუშლის თუ არა ხელს რუსი დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებით თბილისის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აბაშიძე-კარასინის მომდევნო შეხვედრას.

დღის ამბები