20 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
კამათი საკრებულოში - გიორგი ტყემალაძემ ენმ-ს მოთხოვნას ბოდიშის მოხდაზე მწვავედ უპასუხა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ორი დრის წინ მმართველი გუნდის წევრების მხრიდან გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, საკრებულოს თავმჯდომარეს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს უმრავლესობა არაკონსტრუქციულობაში დაადანაშაულა.

„არაეთიკური და არაკონსტრუქციული საუბარი ბატონი ვატოს მხრიდან შეურაცხმყოფელია არამარტო საზოგადოებისთვის, არამედ აკნინებს საკრებულოსაც და მე მოგიწოდებთ და ჩვენი თხოვნაა, ბატონო გიორგი, ბოდიში მოუხადოთ საზოგადოებას საკრებულოს სახელით, მათ შორის, ჩვენი სახელითაც, იმ უღირსი საქციელის გამო, ნამდვილად, რასაც ადგილი ჰქონდა ვახტანგ შაქარიშვილის მხრიდან,“ - განაცხადა ლილე ლიპარტელიანმა.

საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ კი აღნიშნა, რომ ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

„მე ნამდვილად არ ვაპირებ ბოდიშის მოხდას, არავითარ შეთხვევაში არანაირი ბოდიშის მოხდა, ჩვენი მხრივ, არც საჭიროებს და ამის საჭიროება ნამდვილად არ არის. ეს თქვენი მოსაზრებაა და კარგი იქნება, თუ თქვენ თქვენს გამოსვლებში იქნებით კორექტული,“ - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, რომ საკრებულოს წევრმა, ვატო შაქარიშვილმა ბოდიში უკვე მოიხადა.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები