20 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
ყველაზე დახურული საჯარო უწყებები - IDFI კვლევის შედეგებს ასაჯაროებს

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ ყველაზე დახურული და ღია საჯარო უწყებები დაასახელა. არასამთავრობო ორგანიზაციამ შემოსავლების სამსახური ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად ადმინისტრაციული და წარმომადგენლობითი ხარჯების დამალვის გამო დაასახელა. IDFI-ის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მოგებული სამივე ინსტანციის სასამართლოს მიუხედავად, შემოსავლების სამსახურმა ინფორმაცია მაინც არ გაასაჯაროვა.

შემოსავლების სამსახურში კი ამბობენ, რომ ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულების ტიტულს არ იმსახურებენ და IDFI-სთვის გასაგზავნი ინფორმაცია დიდი მოცულობის გამო ისევ მოსამზადებელ ეტაპზეა. უწყების საზოგადოებასთან სამსახურის ცნობით. ინსტიტუტი მოთხოვნილ ინფორმაციას უახლოს პერიოდში მიიღებს.

შემოსავლების სამსახურის შემდეგ IDFI-მ ყველაზე დახურულ უწყებად სავაჭრო-სამრეწველო პალატა გამოაცხადა. ირკვევა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის 29-ვე მოთხოვნა პალატამ უპასუხოდა დატოვა.

IDFI-ის კვლევის შედეგების დგინდება, რომ სახელმწიფო უწყებები არასამთავრობო ორგანიზაციას ყველაზე ხშირად პრემიების, დანამატების, სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯებისა და ავტომობილების შესახებ უმალავენ ინფორმაციას.

ყველაზე ღია უწყებებად, გასული წლის მაჩვენებლებით, გარემოს, სასჯელაღსრულების, ენერგეტიკისა და სპორტის სამინისტროები დასახელდნენ. 

საჯარო ინფორმაციას დაბრკოლებებით გასცემენ ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროები, ამავე სიაში ლიდერობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაც. ინფორმაციის გაცემის დაგვიანებაში კი რეკორდსმენი იუსტიციის სამინისტროა.

ავტორი: ანა წერეთელი.

ამავე თემაზე
დღის ამბები