20 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
რუსეთი იტოვებს უფლებას, საქართველოსთან მიმართებაშიც საპასუხო ნაბიჯები გადადგას - რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნიდან უცხოელი დიპლომატების გაძევების შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. 

30 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ავსტრალიის, ალბანეთის, გერმანიის, დანიის, ირლანდიის, ესპანეთის, იტალიის, კანადის, ლატვიის, ლიტვის, მაკედონიის, მოლდოვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, უკრაინის, ფინეთის, საფრანგეთის, ხორვატიის, ჩეხეთის, შვედეთისა და ესტონეთის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები დაიბარა და საპროტესტო ნოტები გადასცა.

რუსეთი „პერსონა ნონ გრატად“ აცხადებს ამ ქვეყნების დიპლომატიური დაწესებულებების შესაბამისი რაოდენობის თანამშრომლებს, მიზეზად კი "რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ დაუსაბუთებელ მოთხოვნებს" ასახელებს. 

"იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო მომენტში აღნიშნული ქვეყნების რიცხვს ბელგია, უნგრეთი, საქართველო და მონტენეგრო შეურთდნენ, რუსეთი იტოვებს უფლებას, მათთან მიმართებაში საპასუხო ნაბიჯები გადადგას,“ - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

დღის ამბები