იუსტიციის მინისტრმა საჯარო რეესტრის ყოფილი თანამშრომელი ტყუილში დაადანაშაულა.
კურიერთან ინტერვიუში საჯარო რეესტრის ყოფილმა თანამშრომელმა პაპუნა უგრეხელიძე სექსუალურ შევიწროებაში ამხილა და ამის შესახებ ომბუდსმენიც ჩააყენა საქმის კურსში.
თეა წულუკიანი ამბობს, რომ ტყუილია, თითქოს ქალმა მას დისკრიმინაციის საქმეზე მიმართა და ამ ყველაფრის შესახებ იცოდა.
„მსხვერპლმა, რომელიც რუსთავი2-ის ეთერში სახედაფარული მოგვევლინა, მე მომმართა რეაგირებისთვის იმ დღეს, როდესაც პაპუნა უგრეხელიძემ დატოვა სამსახური. შესაბამისად, მან იკადრა ტყუილი, როდესაც საზოგადოებას უთხრა, თითქოს, მე ვიცოდი ამის შესახებ და ვუთხარი, მერე რა მოხდა, ეს მხოლოდ ვერბალური ამბავია მეთქი. შესაბამისად, როდესაც ამხელა ტყუილს კადრულობს ე.წ. მსხვერპლი, რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა წინ ვერ წავა,“ - განაცხადა მინისტრმა.
მინისტრის განცხადებით, პაპუნა უგრეხელიძემ მას დოკუმენტი წარუდგინა, სადაც მის უდანაშაულობაზეა საუბარი.
საჯარო რეესტრის თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძეს თანამშრომლები დისკრიმინაციასა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. ერთმა მათგანმა ომბუდსმენს მიმართა, რომელმაც მის მიმართ დისკრიმინაცია და შევიწროების არსებობს დაადასტურა, ორი კი სასამართლოს გზით დავობს უგრეხელიძის წინააღმდეგ.