20 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
ევროსასამართლოში კვიპროსისა და თურქეთის შესახებ დავას ოპოზიცია ეხმაურება და პარალელს ქართულ რეალობასთან ავლებს

ევროსასამართლოში კვიპროსისა და თურქეთის შესახებ დავას ოპოზიცია ეხმაურება.

საქმე ეხება სტრასბურგის გადაწყვეტილებას, რომელმაც ორივე ქვეყანა გაამტყუნა იმის გამო, რომ ერთ-ერთ კერძო სისხლის სამართლის საქმეზე ჩრდილოეთ კვრიპროსის არაღიარებულ რესპუბლიკასთან არ ითანამშრომლეს.

ოპოზიციის ნაწილი პარალელს ქართულ რეალობასთან ავლებს.

პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ევროსასამართლოს ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება საქართველოსთვის სახიფათო პრეცედენტია, პასუხისმგებლობას კი, მათი თქმით,  საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ბიბილაშვილი, აცხადებს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება ქვეყნისთვის დიდი საფრთხის შემცველი იქნება.

„საკითხი არის ოკუპირებული რეგიონების ირიბი აღიარება. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც, პრაქტიკულად, უკვე მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ეს გააკეთოს, კვირიკაშვილის ბოლო განცხადება ამის ნათელი მაგალითია,“ - განაცხადა ბიბილაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, ოთარ კახიძე, აცხადებს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებით დეფაქტო ხელისუფლებების აღიარება არ მოხდება.

„სტრასბურგის სასამართლომ ადამიანის უფლებათა ჭრილში უბრალოდ მოუწოდა სახელმწიფოებს, რომ გამოძიების მასალები ყველას გადაუგზავნონ, რომ გამოძიებისთვის ყველა ნაბიჯი გადაიდგას, მათ შორის ისეთიც, რომელიც ერთი შეხედვით არაგონივრულად გვეჩვენებოდეს. ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე ფორმით აღიარება მოხდება არალეგიტიმური ორგანოების,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

დღის ამბები