22 დეკემბერი 2024,   16:16
ვრცლად
29 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან - დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად რუსთაველის გამზირზე ხალხი დილის 4:00 საათიდან იკრიბება

29 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან - დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად რუსთაველის გამზირზე ხალხი დილის 4:00 საათიდან იკრიბება. სწორედ ამ დროს დაიწყო 1989 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დარბევა საბჭოთა ჯარმა.

რუსთაველის გამზირზე მაშინდელი აქციის მონაწილეები, დაღუპულთა ოჯახის წევრები მივიდნენ.

„ამას რომ მოჰყოლოდა სიკეთე, მაშინ ვიტყოდი, რომ ჩემი შვილი გმირია და არავინაც არ ყოფილა ჩემი შვილი. რას შეეწირნენ? ტერიტორიები წართმეული გვაქვს, ვინც დაგვხოცა ისევ აქ არიან გვერდზე, შედეგი რა არის? მთავრობა ხვალ მოვა, ვითომც არაფერი დაალაგებენ იმ ყვავილებს და წავლენ ისევ,“-აცხადებს 9 აპრილს დაღუპული თამარ ჭოველიძის მამა არკად ჭოველიძე.

რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან  იმყოფებოდნენ პოლიტიკოსებიც. მათ 9 აპრილის მოვლენები გაიხსენეს და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„იქამდე ვიდრე ჩვენი ხალხი და საზოგადოება  გაიხსენებს ამ თარიღებს, მას საფრთხე არ ემუქრება,“-განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

დღის ამბები