22 დეკემბერი 2024,   15:03
ვრცლად
6 გარდაცვლილი მეშახტე - ტყიბულში დღეს გლოვის ღამეა

ტყიბულში დღეს გლოვის ღამეა - ტყიბულელები მინდელის სახელობის შახტში დაღუპულებს ბოლო ღამეს ერთად გაუთენებენ.

ტყიბულის სამთო-მომპოვებელი კომბინატების თანამშრომლების ინფორმაციით, მთელი ქალაქი 20:00 საათზე, თეატრის წინ სანთლებითა და ყვავილებით ხელში შეიკრიბება. მათი თქმით, ბოლო 11 თვეში ტყიბულმა 11 მეშახტე დაკარგა.

დაღუპულ 6 მეშახტეს ხვალ დაკრძალავენ.

გაერთიანებული პროფკავშირები შახტის დროებით დაკეტვას და მომხდარის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.

„გამოსაძიებელია ჰაერის დიდი ტალღის  წარმოშობის ძირი სად იყო, ანუ ეპიცენტრი საიდან წარმოიშვა. დაზუსტებულ ვერსიებზე რამ გამოიწვია ეს ძლიერი ტალღა ჯერჯერობით შეუძლებელია ცალსახად თქვა. ძირეული ცვლილებებია საჭირო, ამიტომ პროფკავშირები ვითხოვთ, რომ შახტა დაიკეტოს გარკვეული პერიოდით,“-განაცხადა პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე თამაზ დოლაბერიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები