ცოტა ხნის წინ დასრულდა იმ სამი პირის სასამართლო პროცესი, რომლებიც გუშინ გორში, პოლიციასთან დაპირისპირების საქმეზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევით იმყოფებოდნენ იზოლატორში.
მოსამართლის გადაწყვეტილებით სამივე მათგანი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. პროცესი 11 აპრილს ჩაინიშნა. დაცვის მხარემ შემდეგი სასამართლოს სხდომისთვის მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს.
სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების ფაქტზე სულ 9 პირი დააკავეს. დანარჩენი 6 სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით არიან ბრალდებული და წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.