ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ პრეზიდენტი სამოქალაქო სექტორს კონსულტაციებისკენ მოუწოდებს. გიორგი მარგველაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს შრომის უსაფრთხოების დასაცავად თანამშრომლობას სთავაზობს. გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, არსებული კანონი დასახვეწი, კონტროლი კი გასამკაცრებელი.
სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტის მოწოდებას იღებს, თუმცა არასამთავრობოებს კონკრეტული პირობები აქვთ. ისინი ეკონომიკური გუნდის და კონკრეტულად მინისტრ ქუმსიშვილის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ.
6-თვიან სამოქმედო გეგმას სთავაზობს მთავრობას პროფკავშირი, რომელიც პრეზიდენტთანაც აქტიურ კონსულტაციებს აპირებს.
პრეზიდენტის ინიციატივას კონსულტაციების გამართვის შესახებ აუცილებელს, თუმცა დაგვიანებულს უწოდებენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. შეთავაზების შემთხვევაში პროცესში სახალხო დამცველიც ჩაერთვება.
იყო თუ არა შრომის უსაფრთხოება დაცული ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში, რა მოხდა ხუთ აპრილს გამთენიისას და რას ემსხვერპლა 6 ადამიანი? ჩეხი და უკრაინელი სპეციალისტები საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვლენ. ტრაგიკულად დაღუპულ 6 მეშახტეს ტყიბულში ხვალ დაკრძალავენ.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.