06 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
არჩევნები აზერბაიჯანში - წინასწარი მონაცემებით ილჰამ ალიევი პრეზიდენტი მეოთხედ გახდა

ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოსტს მეოთხე ვადით დაიკავებს.

წინასწარი მონაცემებით, აზერბაიჯანის მოქმედმა პრეზიდენტმა ამომრჩეველთა 86%-ის მხარდაჭერა მოიპოვა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ეს შედეგი ბიულეტენების მხოლოდ 65%-ის დათვლის შედეგად მიიღეს.

ალიევის მომხრეებმა, სასურველი კანდიდატის გამარჯვება ბაქოს ქუჩებში აღნიშნეს. გუშინდელ რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ ოპოზიციურ პარტიებს. მათ ბოიკოტის მიზეზად არაკონკურენტუნარიანი პოლიტიკური და მედია გარემო დაასახელეს.

ილჰამ ალიევი აზერბაიჯანს კიდევ 7 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

დღის ამბები