22 დეკემბერი 2024,   15:05
ვრცლად
არა ცენზურას! - მწერლების პროტესტი ბესელია-გოგიჩაიშვილის ინიციატივის წინააღმდეგ
არა ცენზურას! - ამ მოთხოვნით ქართველი მწერლები, გამომცემლები და თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მონაწილეეები გაერთიანდნენ.
 
მწერალთა სახლში პოეტმა ზურაბ რთველიაშვილმა პერფორმანსი გამართა, რომლითაც პარლამენტის წევრების - ეკა ბესელიას და ლევან გოგიჩაიშვილის, საკანონმდებლო ინიციატივა გააპროტესტა.
 
იმ შემთხვევაში, თუ "კულტურის შესახებ" საქართველოს კანონსა და "სამოქალაქო საპროცესო კოდექსში" ცვლილებები შევა, სასამართლოს შეეძლება, აკრძალოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება, თუ ის სხვა ადამიანის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს ლახავს.
დღის ამბები