17 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
"ცხინვალშია გადაყვანილი და არც ვიცით, როდის გამოუშვებენ," - ოკუპანტების მიერ გატაცებული მე-12 კლასელის ძმა

ოკუპირებული ტერიტორიის მახლობლად ე.წ. მესაზღვრეებმა მე-12 კლასელი მოსწავლე დააკავეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. წინასწარი ცნობით, მოზარდი ამჟამად უკვე ცხინვალშია გადაყვანილი. ოჯახის წევრებმა არ იციან, კონკრეტულად რა ადგილიდან გაიტაცეს მე-12 კლასის მოსწავლე.

მათი ინფორმაციით, მოზარდი საძოვარზე იმყოფებოდა. არასრულწლოვანი თბილისში სწავლობს დ ოჯახი სოფელში სტუმრად იმყოფებოდა. 

„პოლიცია მოვიდა და გაგვაგებინა, რომ დაჭერილია თქვენი ძმა. რაც გვითხრეს ეგ ვიცით, მეტი არაფერი. ცხინვალშია გადაყვანილი და არც ვიცით, როდის გამოუშვებენ. არავის არ დაუნახია საერთოდ, ნახირში იყო და არც ვიცით, ზუსტად რა ადგილიდან წაიყვანეს,“ - ამბობს ტატო ხარაზიშვილის ძმა, პეტრე ხარაზიშვილი.

 

დღის ამბები