17 ნოემბერი 2024,   17:27
ვრცლად
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს - რა საკითხები განიხილეს მხარეებმა

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და ამერიკის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას სომხური მედია, პრემიერის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მიაწოდა ინფორმაცია სომხეთ-აშშ-ის ურთიერთობების შესახებ.

ასევე, განიხილეს რეგიონულ დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები.

დღის ამბები