17 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
"პატრიარქის განცხადება არის არა ჩვეულებრივი მილოცვა, არამედ – კურთხევა იმისთვის, რომ ოპოზიციამ და უმრავლესობამ გადახედონ ვითარებას და ქვეყნის საკეთილდღეოდ გადადგან ნაბიჯები, თუმცა ამ ადამიანებისგან კონსტრუქციულ ქმედებებს არ ველოდებით" - გია ვოლსკი

"უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, პატრიარქის განცხადება არის არა ჩვეულებრივი მილოცვა, არამედ - კურთხევა იმისთვის, რომ ოპოზიციამ და უმრავლესობამ გადახედონ არსებულ ვითარებას და ქვეყნის საკეთილდღეოდ გადადგან ნაბიჯები.

მისი განმარტებით, მიუხედავად პატრიარქის მოწოდებისა, უმრავლესობას კონსტრუქციულ ქმედებებს არ ელოდება იმ ადამიანებისგან, რომელთაც "გააფთრებული შეტევა ახასიათებთ ქართული ეკლესიისადმი".

"ეს არ არის ჩვეულებრივი მილოცვა, ეს არის კურთხევა იმისთვის, რომ ოპოზიციამ და უმრავლესობამ გადახედონ არსებულ ვითარებას და ქვეყნის საკეთილდღეოდ გადადგან ნაბიჯები. მიუხედავად ამ მოწოდებისა, კონსტრუქციულ ქმედებებს ჩვენ არ ველოდებით იმ ადამიანებისგან, რომელთაც გააფთრებული შეტევა ახასიათებთ ქართული ეკლესიისადმი. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი იმ სტრატეგიული გეგმის, რომლის მატარებლებიც ისინი არიან. ეს ნიშნავს შეუტიონ ყველაფერს, რასაც ჰქვია ქართული თვითმყოფადობა, ისტორიული მემკვიდრეობა და რა საკვირველია, ამაში მოიაზრება ქართული ეკლესიაც. ეს არარის მათთვის სახელმძღვანელო, მაგრამ მთელი საზოგადოებისათვის გარკვეული მინიშნებაა იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს ქვეყანას სტაბილურობა სჭირდება პოლიტიკური ასპარეზზე. დაპირისპირება უნდა ხორციელდებოდეს არა ქუჩაში, არამედ - პარლამენტის შენობაში", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები