17 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
სამწლიანი პაუზის შემდეგ, წყნეთი-ბეთანიის გზა ოფიციალურად გახსნილია

სამწლიანი პაუზის შემდეგ წყნეთი - ბეთანიის გზა ოფიციალურად გახსნილია.
ტერიტორია 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა. 4 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე ჩართულები იყვნენ უცხოელი ექსპერტები.

გაკეთდა სპეციალური ბადეები, დამონტაჟდა წინასწარი შეტყობინების სისტემები, რომელიც უმნიშვნელო ქანის გადაადგილებაზეც კი სიგნალს გადასცემს გზის შემოსასვლელში და გასასვლელში დაყენებულ შლაგბაუმებს და ის ავტომატურად დაიკეტება.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 29 მილიონ ლარზე მეტია. გახსნის ცერემონიას ინფრასტრუქტურის მინისტრი და თბილისის მერი დაესწრნენ.

"მნიშვნელოვანია ის, რომ ყველანაირი უსაფრთხოების ზომები არის დაცული. თქვენ ხედავთ, თუ რა მასშტაბის სამუშაოებია ჩატარებული," - აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

 

 

დღის ამბები