17 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
"საქართველოს პატრიარქი, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, ეუთო/ოდირი და ყველა დანარჩენი, ვისაც ყური აქვს - ესმის და ვისაც თვალი აქვს - ხედავს ქართველი ხალხის ნებას და აღიარებს მას" - ბექა დავითულიანი

უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართველის ხალხის ნებას აღიარებს ყველა, ვისაც ესმის და ვინც ხედავს.

მისი განმარტებით, ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მხოლოდ რადიკალური ოპოზიცია მიდის, რითაც ისინი კიდევ უფრო გაიუარესებენ საკუთარ მდგომარეობას.

"საქართველოს პატრიარქი, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, ეუთო/ოდირი და ყველა დანარჩენი, ვისაც ყური აქვს - ესმის და ვისაც თვალი აქვს - ხედავს, ქართველი ხალხის ნებას და აღიარებს მას. თავს იბრმავებს და იყრუებს მხოლოდ საქართველოს რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ცდილობს იძალადოს ქართველი ხალხის ნებაზე და, რა თქმა უნდა, მას ეს არ გამოუვა. პირიქით, ამით კიდევ უფრო უარეს დღეში ჩაიგდებენ თავს და მერე პარლამენტშიც მშვენივრად შევლენ. ისევ თავიანთი მხარდამჭერების საგინებლად გაიხდიან საკუთარ მდგომარეობას", - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

დღის ამბები