დონალდ ტრამპის საემიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ შეერთებულ შტატებში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. "ოჯახები უნდა იყვნენ ერთად"- ამ ლოზუნგით ათასობით ადამიანი ქვეყნის ყველა რეგიონში გამოვიდა.
დემონსტრანტები არადოკუმენტირებული მიგრანტების მიმართ ე.წ. "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკის შეცვლასა და საზღვარზე დაშორებული ოჯახების კვლავ გაერთიანებას მოითხოვდნენ.
დონალდ ტრამპის განკარგულების მიხედვით, 2 ათასამდე ბავშვი ამ დრომდე მშობლებისგან განცალკევებული რჩება. აქციების პარალელურად, მიგრანტთა პრობლემის თემაზე პრეზიდენტმა twitter-ის ქსელში მორიგი განცხადება გამოაქვეყნა. დონალდ ტრამპი კვლავ აცხადებს, რომ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე უკანონო გზით შესული მიგრანტები სასამართლო პროცედურის გარეშე უნდა გააძევონ.