ურეკში, ზღვაში13 წლის ბიჭი დაიხრჩო. მოზარდი სიღნაღის რაიონის, სოფელ ბოდბისხევიდან ურეკში გასტროლზე იყო ჩასული. თორნიკე პატრიასოვი ხალხური ცეკვის ანსამბლ "ლაშქრულის" მოცეკვავე იყო. თვითმხილელების თქმით, ბავშვი აღელვებულ ზღვაში ორ მეგობართან ერთად ჩავიდა - 10 და 16 წლის მოზარდები მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს, თუმცა თორნიკეს გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ცხედარი ამჟამად ბათუმის პროზექტურაშია გადასვენებული. მიმდინარეობს გამოძიება.