17 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
ტყიბულში, ტბაში 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

ტყიბულში, საწირის ტბაში 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში "რუსთავი 2"-ს განუცხადეს, შემთხვევა დღეს მოხდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მოზარდი ტბაში საბანაოდ შევიდა და ნაპირზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა. ადგილზე ორი სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთან ერთად თანატოლები იმყოფებოდნენ, თუმცა მათ მეგობრის გადარჩენა ვერ შეძლეს. ცხედარი უკვე გადაასვენეს სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღის ამბები