17 ნოემბერი 2024,   15:20
ვრცლად
რუსეთის მოსახლეობა საპენსიო რეფორმას აპროტესტებს

რუსეთის მოსახლეობა საპენსიო რეფორმას აპროტესტებს. ალექსეი ნავალნის მხარდამჭერების ორგანიზებით, მიტინგები 30-ზე მეტ ქალაქში გაიმართა, თუმცა ისინი არ შეხებია იმ დიდ ქალაქებს, რომლებიც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს მასპინძლობენ.

ქუჩაში გამოსული დემონსტრანტები საპენსიო ასაკის მომატების გეგმას ეწინააღმდეგებიან. ზოგიერთ აქციაზე ვლადიმერ პუტინისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნაც ისმოდა. ხელისუფლება რეფორმის განხორციელებას და საპენსიო ასაკის 65 წლამდე გაზრდას 2019 წლიდან ეტაპობრივად აპირებს.

დღის ამბები