მეორე დღეა უკრაინის 30-მდე მოქალაქე ბათუმის აეროპორტში რეისის მოლოდინშია. მგზავრების ვარაუდობენ, რომ მათ აეროპორტში მეორე ღამის გატარებაც მოუწევთ. შეფერხების მიზეზი უკრაინულ ავიაკომპანიას "ბრავო" ამ დრომდე არ განუმარტავს. მგზავრები ავიაკომპანიასთან ერთად დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ.
„მეორე დღეა აეროპორტში ვართ. ვერც რეისს ვეღირსეთ. არც ავიაკომპანია გვცემს პასუხს ტელეფონზე. დავურეკეთ ელჩს. დაგვპირდა მაგრამ არ დაგვეხმარა. ფული ყველას გაგვითავდა და ყველას გვინდა გავიგოთ რა გველის,“-განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა ალექსანდრ ვალეკოვმა.