ქართული გემის პირველი საერთაშორისო მოგზაურობა თუ დიდი PR გაუგებრობა - გემი, რომელიც ბათუმის პორტიდან შორეულ მოგზაურობაში პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პირადად საზეიმო ვითარებაში გააცილა, გონიოში ჩავიდა.
მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ გემი გონიოს სანაპიროზე იდგა, მას დაატოვებინეს საქართველოს აკვატორიული წყლები, ანუ სანაპიროდან 12 მილით მოცილებული ზოლი და ტექნიკურად ის მართლაც საერთაშორისო წყლებში აღმოჩნდა შემდეგ კი გემმა გეზი ფოთისკენ აიღო.
„შორეულ მოგზაურობასთან“ ერთად უხერხულობა კიდევ ერთმა დეტალმა შექმნა. აღმოჩნდა, რომ ხომალდს საერთაშორისო ნაოსნობისათვის საჭირო ტექნიკური საბუთი არ გააჩნია და 12 მილზე მეტად საქართველოს ნაპირებიდან მოცილება აკრძალული ჰქონდა.
უხერხული სიტუაციის მიზეზად ორგანიზატორები დღეს მოქმედ კანონს ასახელებენ, რომელიც სასწავლო გემებს ისეთივე მოთხოვნებს უყენებს, როგორსაც კომერციულ ხომალდებს.
ავტორი: მიშა სესიაშვილი.