ერთი კორპუსის ორის სრულიად განსხვავებული სადარბაზო. ქებურიას დასახლებაში ადამიანების მსგავსად, პარტიული ნიშნით სადარბაზოებიც იყოფა. ადგილობრივები ამბობენ, რომ პირველ სადარბაზოში, რომელიც გარემონტებულია, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ცხოვრობენ, მეორეში და „ნაციონალური მოძრაობის.“ ადგილობრივები ამბობენ, მათ და მათ სადარბაზოს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ამხანაგობის თავმჯდომარე აიგივებს.
პირველ სადარბაზოს ვიდეო კონტროლი აქვს. იატაკი მოპირკეთებულია, არც ჭერიდან ჩამოდის წყალი და კიბეებიც რკინის მოაჯირებითაა გამაგრებული.
მეორე სადარბაზოს მაცხოვრებლები მოუგვარებელ პრობლემებს პარტიულობას უკავშირებენ. ყვებიან, რომ თავმჯდომარემ ისინი მოატყუა, ჯერ სადარბაზოს შიდა რემონტის დოკუმენტზე ხელი მოაწერინა, შემდეგ კი მხოლოდ თავისი სადარბაზო გაარემონტა.
მეორე სადარბაზოში, პირველისგან განსხვავებით, კიბეები მოაჯირების გარეშეა, სახურავიდან წვიმის წყალი ჩამოდის, დაშლილი და დაბზარული კედლებია. ადგილობრივებს ბავშვების დამოუკიდებლად გაშვების ეშინიათ.
ამხანაგობის თავმჯდომარე ამბობს, რომ 2015 წლის თებერვალში ორივე სადარბაზოს სარემონტო სამუშაოების მოთხოვნით გამგეობაში წერილი შეიტანა, მაგრამ არ იცის მხოლოდ მისი სადარბაზო გამგეობამ პრიორიტეტულად რატომ მიიჩნია.
ავტორი: ნანიკო სისვაძე.