17 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
„ხალისიანად გამოვიყურები იმის გამო, რომ ახლა ვიმყოფები აშშ-ში, სადაც დავესწარი ჩემი შვილის, ედუარდის ქორწილს"- სააკაშვილი 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი გადაცემა „კვირის აქცენტებში“ აშშ-დან ჩაერთო.

მიხეილ სააკაშვილმა იმ მიზეზზე ისაუბრა, რის გამოც ის აშშ-ში იმყოფება. სააკაშვილს გადაცემის წამყვანმა, ნიკა გვარამიამ ჰკითხა, რა იყო მისი ხალისიანი განწყობის მიზეზი. 

„ხალისიანად გამოვიყურები იმის გამო, რომ ახლა ვიმყოფები აშშ-ში, სადაც გუშინ დავესწარი ჩემი შვილის ედუარდის ქორწილს.

გუშინდელივით მახსოვს მე თვითონ როგორ დავქორწინდი ნიუ-იორკში, როგორ ვცხოვრობდი სტუნდენტური ცხოვრებით. გუშინ ყველანი ერთად ჩამოვედით.

პიროვნული განწყობა კარგია, ვერანაირი პროკურატურა ამ განწყობას ვერ გამიფუჭებდა.
ძალიან კარგი გოგოა, ძალიან კარგია, რომ ებრაელია. ძალიან კარგი ოჯახია.

შეიძლებოდა ყოფილიყო ქართველიც, უკრაინელიც და ავსტრალიელიც ამას მნიშვნელობა არ აქვს, ძალიან კარგი ოჯახია, ძალიან მეგობრული ხალხია...“- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

დღის ამბები