17 ნოემბერი 2024,   15:22
ვრცლად
ჭუბერში ადიდებულმა მდინარემ რამდენიმე სახლი წაიღო, მოსახლეობა კი გარესამყაროს მოწყდა

ჭუბერში ადიდებულმა მდინარემ რამდენიმე სახლი წაიღო. სვანეთი კატასტროფის წინაშეა, მაღალმთიანი რეგიონის ერთ ნაწილს დატბორვა, ნაწილს კი წალეკვა ემუქრება.

ჭუბერში, სადაც მაშტაბურ ჰიდრო სადგურ ნენსკრაჰესს აშენებენ, ცოტა ხნის წინ მთა მოწყდა. მდინარის კალაპოტი ნაწილობრივ ჩახერგა.

წაღებულია 4 ხიდი და მოსახელობა, რომლის სახლებსაც ახლა დატბორვა ემუქრება, გარესამყაროს მოწყვეტილია. ჯერჯერობით, უცნობია, არიან თუ არა დაშავებულები ან დაღუპულები.

„ჭუბერის ყველა ხიდი წაღებულია აბსოლუტურად, დატბორილია სახლები, დაზიანებულია სახლები. ერთი სახლი, მგონი, საერთოდ წაიღო. გზები წაღებულია. სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზები, მოსახლეობა არის ჩაკეტილი და ითხოვს დახმარებას მთავრობისგან,“ - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი და ვიდეოკადრებსაც ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ აქვთ.

ამ ეტაპზე დაუდგენელია კატასტროფის სრული მასშტაბიც.

დღის ამბები