17 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
სოფელ ჭუბერში ვითარება კონტროლდება და ამ ეტაპზე ხეობაში, სტიქიის გამეორების საფრთხე არ არსებობს - გიორგი მღებრიშვილი

სოფელ ჭუბერში ვითარება კონტროლდება და ამ ეტაპზე ხეობაში, სტიქიის გამეორების საფრთხე არ არსებობს, - ამის შესახებ სტიქიის ზონაში ჩასულმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

სტიქიის ზონაში ჩასულმა გიორგი მღებრიშვილმა პირადად დაათვალიერა ყველა სარისკო მონაკვეთი. ამ დროისთვის, ღვარცოფის საფრთხე არ არსებობს, შესაბამისად, სოფელ ჭუბერში მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სტიქიის შედეგების მაქსიმალურად მოკლე დროში ლიკვიდაციისათვის ადგილზე სამაშველო ჯგუფების დამატებითი ჯგუფების მობილიზებას თბილისიდან, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებიდან ახორციელებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები