17 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
ე.წ. "ბოსები" და კორუფცია სასამართლო სისტემაში - "გამჭვირვალობის" სკანდალური კვლევა 

„ბოსების“ და კორუფცია სასამართლო სისტემაში - კვლევის შედეგები „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დღეს გაასაჯაროვა. კვლევის ავტორებს მოქმედი ადვოკატები და ყოფილი მოსამართლეები ანონიმურობის დაცვის სანაცვლოდ, სასამართლო სისტემაში არსებული კორუფციის და ფულის სანაცვლოდ განაჩენების დაწერის შესახებ უყვებიან.

სკანდალურ მოხსენებაში წერია, რომ სასამართლო ერთი გავლენიანი ჯგუფის ხელშია და აქ ელიტარული კორუფცია ყვავის.

ანონიმური რესპონდენტების განცხადებით, დღეს საქმეები 100% ხელისუფლებების მიერ აღარ კონტროლდება, თუმცა თავისუფალი სასამართლო დღეს მხოლოდ ილუზიაა. ყოფილი მოსამართლეების განცხადებით, პოლიტიკური ელიტისთვის ნებისმიერ საქმეზე სასურველი შედეგის მიღწევა მარტივად შესაძლებელია.

კვლევაზე ავტორების თითქმის ერთ წელი მუშაობდნენ. სასამართლოში არსებული პრობლემების მთავარი მოტივატორი ხელისუფლებაა, რომელსაც სისტემის გაჯანსაღების პოლიტიკური ნება არ გააჩნია. ამბობენ, რომ სავარაუდოდ სწორედ ელიტური კორუფციის შედეგია ბევრ გახმაურებულ, მათ შორის "რუსთავი 2"-ისა და კაბელების საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებიც.

კვლევის ავტორებისა და რესპონდენტების გულწრფელობაში ეჭვი შეაქვთ ბრალდებების ადრესატებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე დოკუმენტს არ ენდობა და არასამთავრობო ორგანიზაციას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები კვლევაში მონაწილე რესპონდენტებს ურჩევენ ანონიმურად არ დარჩნენ და კორუფციული ფაქტების შესახებ საგამოძიებო უწყებებს მიმართონ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები კი ფიქრობენ, კვლევაში სასამართლოს „ბოსებადმოხსენიებულმა პირები ვერ აცნობიერებენ, რამხელა დარტყმის წინაშე შეიძლება დადგეს ქვეყანა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გარდა, შესაბამის ინსტიტუტებს მიმართავენ თავად კვლევის ავტორებიც. ისინი ფიქრობენ, რომ დოკუმენტით სასამართლოს დამოუკიდებელი ინსპექტორი უნდა დაინტერესდეს.

დღის ამბები