17 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
ამინდის მკვეთრი გაუარესება - სინოპტიკოსები მდინარეების ადიდებას და მეწყრული პროცესების გააქტიურებას პროგნოზირებენ 

ცხელი დღეების შემდეგ სინოპტიკოსები ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებენ. სპეციალისტები მდინარეების ადიდებას პროგნოზირებენ. არ არის გამორიცხული, ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების გააქტიურება მოხდეს.

სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ უამინდობა კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება სვანეთშიც, სადაც უკვე მეორე დღეა სტიქია მძვინვარებს.  ამინდის მკვეთრი გაუარესება დღეიდან მოსალოდნელია მთელი საქართველოს მასშტაბითაც.

„საქართველოს უმეტეს რაიონში და მათ შორის სვანეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა. ზოგან შესაძლებელია ელჭექი. საღამოს საათებში წვიმა ინტენსიურად მოიმატებს. როგორც დღის მეორე ნახევრიდან, ასევე შვიდში. 8-ში გამოიდარებს და 11-მდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურამ გუშინდელთან შედარებით დაიკლო და დაკლება კიდევ გაგრძელდება,“-განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს მთავარმა სინოპტიკოსმა დოდო გვაზავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები