22 დეკემბერი 2024,   16:19
ვრცლად
სტიქია სვანეთში - ჭუბერში პრემიერ-მინისტრს ელოდებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოფელ ჭუბერში გაემგზავრა.

პრემიერ-მინისტრი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოებსა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა, ასევე მიიღებს ინფორმაციას მოსახლეობის საჭიროებების შესახებ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სოფელ ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური. მუშაობს საგანგებო შტაბი, უკვე გაიმართა პირველი სხდომა.  ადგილზე იმყოფებიან გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილეები, ასევე მინისტრები. 

სოფელ ჭუბერში იმყოფებიან მხარის რწმუნებული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მობილიზებულია დამატებითი სამაშველო ჯგუფები და ტექნიკა უახლოესი ლოკაციებიდან. საჭიროების შემთხვევაში, განხორციელდება ჭუბერის მკვიდრი მოსახლეობის ევაკუაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამმართველოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე აკონტროლებენ ვითარებას. მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალისტების ჯგუფები.

სინოპტიკოსების ვარაუდით, დაახლოებით 17:00 საათისთვის სვანეთში უხვი ნალექია მოსალოდნელი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები სტიქიის განმეორების საფღტხე არ არსებობს, თუმცა ვითარების გამწვავების შემთხვევაში უწყება მოსახლეობის ევაკუაციისთვის მზად არის. 

ამავე თემაზე
დღის ამბები