22 დეკემბერი 2024,   15:26
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი ჭუბერში ჩავიდა

საქართველოს პრემიერი მინისტრი ჭუბერში, სტიქიის ზონაში ჩავიდა. მამუკა ბახტაძე მაღალმთიან სოფელში არსებულ ვითარებას და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნობა.

ის ამ წუთებში საგანგებო შტაბის წევრებს ხვდება. ადგილზე შექმნილ ვითარებას მამუკა ბახტაძეს პრემიერის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი აცნობს. 

ბახტაძე საგანგებო თათბირსაც გამართავს. ის ჭუბერში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან და მთავრობის კიდევ რამდენიმე წევრთან ერთად ჩავიდა. 

დღის ამბები